ცხუმარი ერთ–ერთი
ის ადგილია სვანეთში, სადაც ჟამთა სვლას უამრავი (მათ
შორის–დადეშქელიანების საგვარეულო) ისტორიული ძეგლი გაუვერანებია და მტვრის
ქვეშ მოუქცევია,ყველა მათგანი საჭიროებს შესწავლას, გამოკვლევას,
აღდგენას, რათა ახალი თაობა არ მოწყდეს საკუთარ ფესვებს და საკუთარი
ფასეულობების უარმყოფი, სამყაროს კანონზომიერებებიდან ამოვარდნილი
გალაქტიკაში მობორიალე საშიში მეტეორიტივით არ დაიწვას სამყაროს
უსასრულობაში!
ცხუმარში საუკუნეების
საგანძურია შემონახული და მას მოწიწებით გაფრთხილება,შესწავლა,
მოვლა–პატრონობა სჭირდება – ისევ და ისევ ახალი თაობების თვითშეგნების,
ღირსების, სულიერი სიმდიდრისთვის. ყველაფერთან ერთად ცხუმარს მისმა
გეოგრაფიულმა მდებარეობამაც (რიგ შემთხვევაში – უგზოობამ) უამრავი პრობლემა
დაუგროვა, რასაც დაფიქრება, შესწავლა და გადაჭრა სჭირდება.
ლენტეხის რაიონია თუ მესტიის?
ReplyDeleteმესტიის რაიონია
Deleteცხუმარში ნამყოფი ხარ?
ReplyDelete