ისტორიული ძეგლები
Thursday, May 10, 2012
ნიკორწმინდა
ნიკორწმინდის დიდებული ტაძარი, მდებარეობს რაჭაში, სოფელ ნიკორწმინდაში. იგი აშენებულია მაღლობზე და ჩანს სოფლის ყველა წერტილიდან. შენობა გარედან მოკლემკავებიანი სწორკუთხა ჯვრის ფორმისაა, შიგნიდან ხუთაფსიდიანია. შინაგანი სივრცე შესამჩნევადაა დაგრძელებული. ფასადები შემოსილია ნათალი ქვით და დამუშავებულია უწყვეტი თაღებით.

ნიკორწმინდის ფასადები და ეკვტერები, ჩუქურთმათა გარდა, მორთულია ძალიან დამახასიათებელი და ისტორიულ - ევოლუციური თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანი რელიეფური ქანდაკებებით: აქ არის წმინდანთა გამოსახულებები, მრავალფიგურიანი სცენები ("ფერისცვალება", "მეორედ მოსვლა","ჯვრის ამაღლება" და სხვ.), რეალური და ფანტასტიკური ცხოველები. რომლებიც საოცრად ლარად და ზუსტად ჯდებიან ერთიან სილუეტში.
შენობის გარეგნობა რამდენადმე მძიმეა, ელეგანტურობას მოკლებული. განსაკუთრებით გუმბათის ყელის მასიურობის გამო, მაგრამ ორნამენტაციის სიუხვე, უშრეტი მრავალფეროვნება, შესრულების ძალიან მაღალი ხარისხი, ძალზე საინტერესო სკულპტურული დეკორი ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებს.
ალავერდი
მონასტერი, რომელიც VI საუკუნეში დააარსა იოსებ ალავერდელმა, ერთ-ერთმა 13 ასურელ მამათაგანმა. მდებრეობს ალაზნის ველზე, კავკასიონის ქედის თოვლიანი მთების ფონზე, თელავიდან 20 კმ-ში. დღეს არსებული წმ. გიორგის ტაძარი XI ს-ის პირველ მეოთხედში ააგო კვირიკე კახთა მეფემ ძველი პატარა ეკლესიის ადგილას. საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი საკათედრო ტაძარი (41,7 მ X 26,4 მ) სიმაღლით 50 მეტრზე მეტია.
ალავერდი XI საუკუნიდან საეპისკოპოსო ცენტრი და ეპარქიის მღვდელმთავართა რეზიდენცია იყო. ამავე საუკუნიდან ალავერდის ტაძარი კახეთის სამეფო სახლის საძვლედაც იქცა.
ალავერდი თავდაპირველად მამათა მონასტერი იყო, რომელშიც არსებობდა საკმაოდ მოზრდილი ბიბლიოთეკა, რომელიც გამუდმებით მდიდრდებოდა გადაწერილი და შემოწირული ხელნაწერებით. ალავერდი ლიტერატურული საქმიანობის მძლავრი კერაც იყო. აქ მოღვაწეობდნენ: ფილიპე ალავერდელი, ზებედე მთავარეპისკოპოსი, ნიკიფორე ირბახი (ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი), მარიამ ბაგრატიონი და სხვ. XVII - XVIII სს -ში აქ დედათა მონასტერიც დაარსდა.

ტაძარი როგორც ჩანს მოხატული იყო, კედლების გაწმენდის შემდეგ, გამოვლინდა მხატვრობის რამდენიმე ფენა, რომლებიც XI - XVII საუკუნეებით თარიღდება.
ტაძარი ნაშენია უმთავრესად რიყის ქვით. გარედანაც და შიგნიდანაც მოპირკეთებულია მოყვითალო ნახვრეტოვანი ტუფის ფილებით, რომლებიც ახლა შეთეთრებულია. იგი გადახურული ყოფილა ცისფრად მოჭიქული დიდი ზომის კრამიტის ფილებით, რომელთა ფრაგმენტებიც შემორჩენილია.
ეპისკოპატის ჩრდილო - დასავლეთით ერთი ნაგებობაა, რომელიც, როგორც ფიქრობენ, შაჰ-აბასის წარმომადგენლის - ფეიქარ-ხანის სასახლე უნდა ყოფილიყო, რომელსაც დაკავებული ჰქონდა ალავერდი 1615 წელს.
ეპისკოპატის ჩრდილო - დასავლეთით ერთი ნაგებობაა, რომელიც, როგორც ფიქრობენ, შაჰ-აბასის წარმომადგენლის - ფეიქარ-ხანის სასახლე უნდა ყოფილიყო, რომელსაც დაკავებული ჰქონდა ალავერდი 1615 წელს.
ტაძარი ბევრჯერ დაზარალდა მომხვდურთაგან და მიწისძვრებისაგან. პირველი დიდი რესტავრაცია მას გაუკეთა ალექსანდრე კახთა მეფემ XV ს-ის 80 -იან წლებში, შემდეგ დედოფალმა თამარმა, ბოლოს კი ერეკლე II -მ.
XIX საუკუნეში რუსულმა საეკლესიო ხელშეკრულებამ ტაძრის ჩრდილოეთით და სამხრეთით მდებარე სტოები მოუნგრია, შელესა და შეათეთრა კედლები და ტაძარში რუსული კანკელი აღმართა.
ალავერდშიყოველწლიურად იმართება სახალხო დღესასწაული "ალავერდობა", ნაყოფიერებისა და მოსავლის აღება - დაბინავებასთან დაკავშირებული დღესასწაული, რომელიც იწყება 14 სექტემბერს, გრძელდება 3 კვირას.
ალავერდშიყოველწლიურად იმართება სახალხო დღესასწაული "ალავერდობა", ნაყოფიერებისა და მოსავლის აღება - დაბინავებასთან დაკავშირებული დღესასწაული, რომელიც იწყება 14 სექტემბერს, გრძელდება 3 კვირას.
ბაგრატის ტაძარი
ქუთაისში, უქიმერონის გორაზე, მდებარეობს გაერთიანებული საქართველოს სიმბოლო და ერთიანი საქართველოს პირველი მეფის-ბაგრატ III-ის სახელის მატარებელი ტაძარის ნანგრვები.
ტაძრის მშენებლობა დაიწყო X საუკუნის ბოლო მეოთხედში და დამთავრდა 1003 წელს. იგი აკურთხეს ღვთისმშობლის მიძინების სახელზე. მისი კურთხევა ბაგრატ მეფეს განსაკუთრებული ზეიმით აღუნიშნავს.

ტაძრის შემორჩენილი ნანგრეები ნათლად მოწმობს, თუ რამდენად დიდებული ტაძარი ყოფილა იგი. კარიბჭეები, დეკორაციული თაღები, ჩუქურთმიანი სამკაული ქმნის ცხოველხატულ სახეს. შენობა გვაოცებს პროპორციების დახვეწილობით, დეკორის მრავალფეროვნებითა და დიდებულობით, პროფილების, სამკაულთა, თაღების შესრულების თავისუფლებითა და არტისტიზმით, კონსტრუქციული სიმსუბუქით. როგორც ჩანს ტაძარი მოხატული იყო.
მშენებლობის დამთავდებამდე ჩრდილო - დასავლეთიდან ტაძარს სამსართულიანი საცხოვრებელი კოშკი, ხოლო XI ს-ის პირველ ნახევარში სამხრეთიდან და დასავლეთიდან მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭეები მიაშენეს. სამხრეთ კარიბჭეში შემორჩენილია ღვთისმშობლის ფრესკის კვალი.
ტაძრის წარწერებში საქართველოში არაბული ციფრების ხმარების უძველესი ნიმუშია წარმოდგენილი.
XVII საუკუნის ბოლომდე ტაძარი უცვლელად იდგა. 1692 წელს იგი აფეთქებული იყო თურქების შემოსევის დროს.
ბაგრატის ტაძარს თავისი ისტორიული და მხატვრული მნიშვნელობით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში

Thursday, May 3, 2012
Thursday, April 5, 2012
ცხუმარი
ცხუმარი ერთ–ერთი
ის ადგილია სვანეთში, სადაც ჟამთა სვლას უამრავი (მათ
შორის–დადეშქელიანების საგვარეულო) ისტორიული ძეგლი გაუვერანებია და მტვრის
ქვეშ მოუქცევია,ყველა მათგანი საჭიროებს შესწავლას, გამოკვლევას,
აღდგენას, რათა ახალი თაობა არ მოწყდეს საკუთარ ფესვებს და საკუთარი
ფასეულობების უარმყოფი, სამყაროს კანონზომიერებებიდან ამოვარდნილი
გალაქტიკაში მობორიალე საშიში მეტეორიტივით არ დაიწვას სამყაროს
უსასრულობაში!
ცხუმარში საუკუნეების საგანძურია შემონახული და მას მოწიწებით გაფრთხილება,შესწავლა, მოვლა–პატრონობა სჭირდება – ისევ და ისევ ახალი თაობების თვითშეგნების, ღირსების, სულიერი სიმდიდრისთვის. ყველაფერთან ერთად ცხუმარს მისმა გეოგრაფიულმა მდებარეობამაც (რიგ შემთხვევაში – უგზოობამ) უამრავი პრობლემა დაუგროვა, რასაც დაფიქრება, შესწავლა და გადაჭრა სჭირდება.

Subscribe to:
Posts (Atom)